„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ლოტკინისა და ძველი ნაძალადევის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ლოტკინისა და ძველი ნაძალადევის მოსახლეობას ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის, გარეჯის, ლაითურის, ახტალისა და ბახმაროს ქუჩის მცხოვრებლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„მშვიდობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის დახვეწა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რაზეც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნება“. ეს არის ჩვენი გუნდის ძირითადი მიზნები. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა სწორედ ამ მიზნების რეალიზებისკენ გადადგამს დიდ ნაბიჯს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება