ჯგუფი „დაიცავი“ და „1 მოქალაქე 1 არჩევანთან“ მოქალაქეებს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებამდე ტრანსპორტირებაში დაეხმარებიან

ჯგუფი „დაიცავი“ და „1 მოქალაქე 1 არჩევანთან“ პარტნიორობით ახალ ინიციატივას იწყებს. ორგანიზატორების ინფორმაციით,­ ინიციატივა მიზნად ისახავს 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლების დახმარებას საარჩევნო უბნებამდე მისვლაში.

კერძოდ, ინიციატივა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: #გაგიყოლებ, რომელიც არის მოხალისე მძღოლების ქსელი, რომლებიც მზად არიან ამომრჩევლების ტრანსპორტირებისთვის. მოხალისეებს კი საწვავის ხარჯი აუნაზღაურდებათ.

#გამიყოლე, რაც გულისხმობს უფასო ტრანსპორტის სერვისს ამომრჩევლებისთვის და რომელიც დაფინანსებულია საზოგადოების შემოწირულობებით.

"ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას და უზრუნველყოფს, რომ ტრანსპორტირების პრობლემა არ გახდეს ბარიერი ხმის მიცემისთვის",- განაცხადა ჯგუფი "დაიცავის" დამფუძნებელმა, კოკა ჯახუტაშვილმა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც მოხალისე მძღოლები ან მოითხოვონ ტრანსპორტირება შემდეგ ბმულებზე: მოხალისე მძღოლების რეგისტრაცია: https://forms.gle/Jhx9AXWKqpJAYShbA ; ტრანსპორტის მოთხოვნა: https://forms.gle/BdDoiFSQNUwfyufa6

ამასთან, ჯგუფი "დაიცავი" მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გამოიყენონ საკუთარი ხმის უფლება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება