ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოპაციენტებთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიურ პაციენტებსა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, მკურნალობის უწყვეტობისა და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ კომპონენტებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის საუბარი მედიკამენტების დეფიციტების საკითხს შეეხო.

მინისტრის განცხადებით, პაციენტთა ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოს პრიორიტეტია. შესაბამისად, სამინისტრო, ყველა მხარესთან თანამშრომლობით შეეცდება ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ონკოლოგიურ პაციენტებს შორის პერმანენტულად იმართება და თანამშრომლობის ეს ფორმატი სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ აღნიშნული პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ეფექტურ გზებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე და სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. ასევე - პაციენტთა ორგანიზაციების „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ჰოუფის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი