ლევან მგალობლიშვილი - ახლა ჩვენი ისევ ერთად ყოფნის და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა

ძალიან უნდა მოახლოვდეს ის დრო, როცა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატიებას, შერიგებას, ისევ დავიწყებთ ერთმანეთის გაგებას, ისევ ვიცხოვრებთ და ვიამაყებთ ერთმანეთით, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ანაკლიაში, მთავრობის გასვლით სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისადმი აფხაზურ ენაზე მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა.

„ჩემო ხალხო, მინდა, აფხაზურ ენაზე მოგმართოთ. ეს ენა განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მე დედა აფხაზი მყავს. მოგმართავთ მე, აფხაზეთის მთავრობის ახლად არჩეული თავმჯდომარე, აფხაზეთში დაბადებული და ამჟამად, დროებით თქვენთან ერთად არმყოფი. ძალიან უნდა მოახლოვდეს ის დრო, როცა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატიებას, შერიგებას, ისევ დავიწყებთ ერთმანეთის გაგებას, ისევ ვიცხოვრებთ და ვიამაყებთ ერთმანეთით, ერთმანეთის ტრადიციებით, კულტურით, ვაჟკაცობით. იმ წლებს არავინ დაუტოვებია ტკივილის გარეშე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისს - ჩვენს ერთიანობას, რაც ჩვენს ღირსეულ თანაცხოვრებას გულისხმობს. თქვენთვისაც ძალიან კარგად ნაცნობი ტექსტით დავამთავრებ: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! ახლა სიყვარულის, ჩვენი ისევ ერთად ყოფნის და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა“, - განაცხადა მგალობლიშვილმა, რომლის განცხადებასაც აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს