ზუკა რურუა - არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პასიურობა დაუშვებელია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძეზე, ე.წ. „სტუდქალაქში”, ასევე, ცხვედაძის N 3-5-ში, აბაშელის N1-ში და შატბერაშვილის N2-4-ში, ვაკის მაჟორიტარ - ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ - დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ზუკა რურუა მოსახლეობას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მათი აქტიურობის აუცილებლობას.

ასევე, მოისმინა მათი საჭიროებები და მოსაზრებები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

„გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პასიურობა დაუშვებელია. ჩვენი და ჩვენი შვილების მშვიდობიანი ცხოვრების გასაგრძელებლად, ხმა „ქართულ ოცნებას” უნდა მივცეთ“, - განაცხადა ზუკა რურუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება