მამუკა ხაზარაძე - თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი გააჩერებს - „ქართული ოცნება“ არის გასაშვები და ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს

თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი გააჩერებს - 5 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მარჯანიშვილის მოედანზე მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე.

„თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. „რუსული კანონებით“ და ყველა იმ ქმედებებით, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ - რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გზა ქართველი ხალხის ნებას გადაუკეტა, ეს არ გაუვა. სულ ხუთი დღე დარჩა და ხუთ დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა, იმ გზას დაადგება, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია და ეს არის ევროპული არჩევანი, ეს არის კონსტიტუციით გამაგრებული ხალხის არჩევანი და სწორედ, ეს არის ხალხის გამოხატულება, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე. მათ უნდა დაინახონ, რომ მათი შვილების, ოჯახის წევრების ბედი და ასევე, შემოსავალი, კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ისინი არჩევნებზე მივიდნენ და ხმა განსხვავებას მისცენ. აუცილებელი არ არის ხმა ჩვენ მოგვცენ, მაგრამ აუცილებელია ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცენ. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის გასაშვები და ეს ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს, თუ ჩვენ გვინდა ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პროგრესისკენ წავიდეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს