ნიკა გვარამია - „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და ყველას დაანახოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

„ჩვენ ახლა მივდივართ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ მთელი ქვეყანა - ევროპაში. სინამდვილეში, ვისაც არ უნდა ვაძლევდეთ ხმას, ეს გვინდა, მაგრამ ზოგმა ამომრჩეველმა არ იცის, რომ ვისაც ის ხმას აძლევს შეიძლება ის სულ სხვაგან მიდიოდეს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და ყველას, საკუთარი არჩევანის ჩათვლით, დაანახოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში. ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ეს სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა, არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები დარწმუნებული ვარ, აქ იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ქართველი ადამიანიც იქნება აქ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება