ნინო ლომჯარია - ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია - დასავლური ცივილიზაცია თვალს გვადევნებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის სათქმელსა და არჩევანს

მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა - ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს.

„მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა - ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქისთვის, რომლის დაკვეთაც იყო დღევანდელი მარში და მსვლელობა, რომ მთელ დასავლურ ცივილიზაციას დავანახოთ [ხალხის ნება]. დასავლურ ცივილიზაცია თვალს გვადევნებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის სათქმელსა და არჩევანს, იმას, რომ ქართველი ხალხი ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში იმ ქვეყნებთან ერთად ვხედავთ, რომელთანაც ღირებულებითი ერთობა გვაერთიანებს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს