დათო გორგილაძე - გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ - დღევა­ნდელ ­დღეს დავარქმევდი გამარჯვებაში ვარჯიშს

მე ამას დავარქმევდი გამარჯვებაში ვარჯიშს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, დავით გორგილაძემ მარშზე "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" განაცხადა.

მისი განმარტებით, არჩევნები არის გადამწყვეტი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

"მგონია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის კურსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანას აქვს არჩეული, შეუნარჩუნდება. 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენთვის არის გადამწყვეტი, რომელსაც გნებავთ რეფერენდუმი დაარქვით ან რაც გნებავთ ის, მთავარია, რომ [ხალხმა] უარი უთხრას "ქართული ოცნების" ერთპიროვნულ მმართველობას და ხმა მისცეს კოალიციურ მთავრობას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი შევაგულიანოთ, დავინახოთ, რომ ბევრი ვართ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვუთხრათ, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ", - განაცხადა გორგილაძემ.

თბილისში მარში „საქართველო ირჩევს ევროპას“ მიმდინარეობს. მონაწილეები დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში მსველობით მიემართებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც მთავარი ღონისძიება და სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება