გიორგი ვაშაძე - ქართველი ხალხი არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში მოექცევა, არასდროს! ეს ხომ ღირსების მქონე ერია?! - უღირსები ხელისუფლებაში მოექცნენ და ისინი უნდა გავისტუმროთ, გავუშვათ

მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ - ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ,­ რომ ეს არის რეფერენდუმი, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე, მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა.

„მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი. მაგალითად: 41 ხაზავ ნიშნავს - არა ევროკავშირს, თუ 5 ნომერს ხაზავ ნიშნავს, რომ მხარს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას უჭერ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი გავამხნეოთ და დავინახოთ, რომ ჩვენ მეტნი ვართ. არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა. ეს ხომ ღირსების მქონე ერია?! ჩვენ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ამ ღირსებით მოვდივართ. უღირსები ხელისუფლებაში მოექცნენ და ისინი უნდა გავისტუმროთ, გავუშვათ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, დღეს, მარში სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება. ამ დროისთვის, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება