სოფო ჯაფარიძე - ხალხი ისე ერთსულოვანია როგორც არასდროს, "ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ ჩვენ არასდროს დავთმობთ ევროპულ მომავალს

დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით და ხალხი ისე ერთსულოვანია როგორც არასდროს, "ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ ჩვენ არასდროს დავთმობთ ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ გმირთა მოედანზე, "ევროპული მარშის" დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ირჩევს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას“.

"მთელი საქართველოს მასშტაბით ქართველი ხალხი დგას ფეხზე. საქართველო დღეს დგას ფეხზე და არჩევნებამდე 6 დღით ადრე კიდევ ერთხელ გვინდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. სრულიად დაშორებული ვართ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს: ხელისუფლება ირჩევს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას. დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით და ისე ერთსულოვანია ქართველი ხალხი, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი არასდროს არ დათმობს ევროპულ გზას და ამას უნდა შეეგუოს „ქართული ოცნება“. ძალიან ცოტა დრო რჩება და მინდა თქვენი ეთერით მივმართო მოქალაქეებს: მეგობრებო, ძალიან აქტიურად მუშაობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს ვინმე გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი: ვერასდროს ვერ გაიგებს ვერავინ, ვის მიეცით ხმა, ამიტომ დავდგეთ ხალხის მხარეს და 26 ოქტომბერს ერთიანობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ და გაიმარჯვებს საქართველო", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება