ალექსანდრე წულაძემ გურიის რეგიონში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრავამ, რომლებმაც წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.

„მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლაში მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. გურიის რეგიონში წელს 139 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.

ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის