ბაია პატარაია - ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი არის ევროკავშირი - 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით უნდა დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე

კავშირი „საფარის" ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნების გზით საქართველო ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს.

როგორც პატარაიამ მარშზე "ჩემი ხმა ევროკავშირს" განაცხადა, დღევანდელი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თქვას თავისი მკაფიო გზავნილი, რომ ევროპა სურს.

"სამწუხაროდ, ორი დღის წინ, ევროკავშირმა ოფიციალურად შეგვიჩერა კანდიდატის სტატუსი და ღია ტექსტით თქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია იმ კანონების და იმ პრორუსული პოლიტიკის, რომელსაც ის ატარებს. ექვს დღეში არის არჩევნები. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი არის ევროკავშირი და მეორე, დავინახოთ ერთმანეთი. რეალურად, უმრავლესობა ვართ ამ ქვეყანაში, ვისაც ევროკავშირი გვინდა. 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით უნდა დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე",- განაცხადა პატარაიამ.

მისივე თქმით, არჩევნებს ვერავინ გააყალბებს.

"ჩვენ ყველა საარჩევნო უბანს ვაკვირდებით და თუ იქნება სერიოზული დარღვევები, ამაზე ხმას ამოვიღებთ. არჩევნები არის დაცული, ხმის მიცემა არის ფარული, ამიტომ, ჩვენ დემოკრატიულად ველით არჩევნების შედეგებს", - განაცხადა პატარაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება