რატი ამაღლობელი - ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე - ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს, ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში

ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე - ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში! - ამის შესახებ პოეტმა, რატი ამაღლობელმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მან აქციაზე მყოფ მოქალაქეებთან ერთად „გამარჯვების ფიცი“ გააჟღერა.

„ოქტომბერი არის ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი. ახლა, ჩვენი ტყეები სხვადასხვა ფერით არის აჭრელებული. ბუნებაში დათრგუნულია ნაცრისფერი და ერთფეროვანი.

ოქტომბერში აყენებს ქართველი კაცი ღვინოს, ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე, ღვინობის თვე, ოქტომბერში ჩვენი მრავალხმიანობა, ჩვენი მრავალეროვანი კულტურა უნდა შევიდეს პოლიტიკაში, ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში.

როდესაც შევიკრიბეთ 11 მაისს ევროპის მოედანზე, მაშინ ერთად დავდეთ გამარჯვების ფიცი. მინდა ეს ფიცი გავიმეოროთ:

დგება საქართველო! ფეხზე საქართველო! მთელი საქართველო! ისმის საქართველო! შენი ხმა საქართველო, ბნელი რომ გავათენოთ, ღამე რომ გავათენოთ, ერთხმად გავამღეროთ, მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო. კვლავ გამარჯვებული, მკლავგამარჯვებული, გულგამარჯვებული, სულ გამარჯვებული, გამარჯვებული საქართველო. საქართველო! საქართველო!

საქართველო გაიმარჯვებს. მრავალფეროვანი საქართველო გაიმარჯვებს“, - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება