ფოთის მერი - მინდა ფოთელებს ვუთხრა, რომ ჩვენი მხრიდან ყველა შემთხვევას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება

ფოთში მესამე დღეა სტიქიაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ამ დროის მონაცემებით, ჯამში დატბორილია 200-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, 50-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს კი ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა.

არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე.

როგორც ვაჭარაძემ აღნიშნა, სახლებში, სადაც მიყენებული ზიანის გამო დარჩენა შეუძლებელია, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მერია მოსახლეობას ქირით გადაყვანას სთავაზობს.

„ფოთში მესამე დღეა სტიქია გვაქვს, რომელმაც მძიმე შედეგები მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის. სახლებში, სადაც მიყენებული ზიანის გამო დარჩენა შეუძლებელია, ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ქირით გადაყვანას, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მინდა ვუთხრა ფოთელებს, რომ ჩვენი მხრიდან ყველა შემთხვევას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ფოთის მერმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური სამუშაო ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

„ძლიერი ქარის და წვიმის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში დაუკავშირდით ფოთის მერიის ცხელ ხაზს:

მერის წარმომადგენელი ცენტრის უბანში: 579 75 20 17, 577 397 461;

მერის წარმომადგენელი კუნძულის უბანში: 551 41 11 02, 591 41 7 528;

მერის წარმომადგენელი ნაბადის უბანში: 599 25 41 21, 595 435 250;

მერის წარმომადგენელი მალთაყვის უბანში: 555 57 14 38, 555 292 838“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება