საბა ბუაძე - დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო აუცილებლად წავა ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში

დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო აუცილებლად წავა ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელი მარშის მთავარ სათქმელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოხატავს.

"ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში, სადაც უსაფრთხოება დაცულია და არის კეთილდღეობა. ეს განწყობა, რომელიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე სუფევს, აუცილებლად გადაითარგმნება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვებაში. ამ უამრავი ადამიანის უკან არსებული გაცილებით მეტი ადამიანი საბოლოოდ უარს ეტყვის იმ ძალას, რომელიც არის მთავარი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის, განვითარების და მშვიდობის გზაზე", -განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, 27 ოქტომბრის დილა იქნება ძალიან ამაღელვებელი და საზეიმო, ვინაიდან "საქართველო მიტაცებულ სახელმწიფოს დაიბრუნებს".

"ჩვენ დავიბრუნებთ განვითარების პერსპექტივას და იმ ინსტიტუტებს, რომელსაც ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში ძირს უთხრიდა. ჩვენ გავიღვიძებთ ევროპულ საქართველოში. იმ საქართველოში, რომელიც ევროპაში გაწევრიანების გზას შეუქცევადად დაადგება", - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად მარში, სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება