კახა კალაძე - ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? - რადგან ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და რასაც კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კატეგორიულად მიუღებელია

ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? - რადგან ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კატეგორიულად მიუღებელია, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.

„ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დღეს ვინც ევროპას და ევროპულ მომავალს უწევენ, ზუსტად ეს ადამიანები არიან და ამასთან, ის სამწუხარო განცხადებებია, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან.

ეს არის ევროპისა და ევროპული მომავლის ყველაზე დიდი დისკრედიტაცია. ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? - რადგან ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ისიც, რომ იმ სიბინძურეს, რასაც ესენი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, დემოკრატიის შუქურად გვიფასებენ. საზოგადოებისთვის ცდილობდნენ „შეტენვას“, რომ თურმე ნორმა იყოს, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დაგეხოცა, პატიმრები ციხიდან გამოგეყვანა, ფურცელზე დაწერილი ჩვენება უნდა შეეჭამათ, „გადაესკოჩათ“, გაეუპატიურებინათ - ეს იყო დემოკრატიის შუქურა, ამას გვეუბნებოდნენ. არ არის ეს დემოკრატიის შუქურა, მეგობრებო. ეს უბრალოდ ლიბერალური ფაშიზმია, რომლითაც დემოკრატიით შენიღბვას ცდილობენ“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება