ლევან ბეჟაშვილი - საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ერთი მიზანი - „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა“ აერთიანებთ.

„20 ოქტომბრის მარში მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს ერთი მიზანი: საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ამიტომ ყველანი ვდგავართ ერთად. ადრე თუ არჩევნები იმართებოდა იმაზე, თუ რომელი პარტია იქნებოდა ხელისუფლების სათავეში, ახლა არჩევნები ტარდება, რათა გადაწყდეს, სად იქნება საქართველო: ევროპაში თუ „ქოცურ-რუსულ“ იზოლაციაში. სწორედ ამიტომ, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს