ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს „დიომედი აფხაზეთის“ პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-ამდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

„სამინისტროში მოქმედი „მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების“ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილებისთვის, რათა გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე. მსგავსი აქციები ხელს უწყობს სამინისტროში მოქმედი სხვა პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს