სოფიო ხორგუანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.

„მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის რეალიზაცია მოსახლეობისათვის თავის რჩენის ერთ-ერთ ძირითადი საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონიდან ისედაც იძულების წესით უხდებათ თითოეული ოჯახის შრომისუნარიან წევრებს შრომით მიგრაციაში წასვლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ/ადგილობრივმა თვითთმართველობამ მაქსიმალურად ითანამშრომლოს აქ მცხოვრებ თვითდასაქმებულ მოსახლეობასთან. მიმდინარე ეტაპზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ერთი საერთო პრობლემა აქვს, ისინი ვერ ახერხებენ კარტოფილის მოსავლის ვერც აღებას და ვერც რეალიზაციას (30 თეთრადაც კი ვერ ყიდიან). კლიმატური პირობების გათვალისწინებით (ღამით უკვე ძალიან ცივა და ყინვები უარყოფითად აისახება კარტოფილის ხარისხზე), დრო მათ წინააღმდეგაა და მათ დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ და მოვითხოვ, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, მთავრობის წევრებმა განიხილეთ და მოძებნეთ საშუალება მათ დასახმარებლად. აქ ადამიანები პრიმიტიული ტექნოლოგიებით ფიზიკურად მუშაობენ მიწაზე და მძიმე და დაუფასებელი შრომის ფასად, გადარჩენისათვის იბრძვიან. მათ აქვთ განცდა, რომ სახელმწიფომ ისინი დაივიწყა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ ძალიან სჭირდებით და ისინი თქვენგან სასწრაფო, რეალურ და შედეგის მიმღებ გადაწყვეტილებებს ელოდებიან", - აღნიშნავს ის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო