კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ ჩატარდა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი. მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით და აქედან რამდენიმე დღეში არჩევნები 55%-ით მოიგო. როგორც ჩანს, იგივე სცენარი მეორდება, ოპოზიციის სასარგებლოდ.

კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას - ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ. 26 ოქტომბერს მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა ოპოზიციას და ამით მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ პროგრესს და სამართლიანობას!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება