GCCA - საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით 11692 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით - წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

„28 შემთხვევა აკმაყოფილებდა, საიდანაც 22 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

დარჩენილ 6 შემთხვევაში, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ - ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას, შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს, GCCA-ის მიერ 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ამ დროისთვის, 5 კონცენტრაციაზე კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს, ხოლო 6 შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება