ლევან სანიკიძე - გუშინ იყო ნამდვილად თავისუფლების დღე თავისუფლების მოედანზე - მოვიდა წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროინტეგრაცია

წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ მარშზე - „საქართველო ირჩევს ევროკავშირზე“ საუბრისას განაცხადა.

ლევან სანიკიძის განცხადებით, გუშინ იყო ნამდვილად თავისუფლების დღე თავისუფლების მოედანზე.

„წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ამ ქვეყანაში სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია, სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასდროს დაიჩოქებენ მტრის წინაშე, არასდროს არ მოუხდიან ოკუპანტებს, სეპარატისტებს ბოდიშს. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ მომავლის საქართველოზე, სადაც არის ყველას ადგილი, სადაც არის სამართლიანი სასამართლო, განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა, ხელისუფლება ორიენტირებულია ხალხის კეთილდღეობაზე, დაცულია საქართველოს კონსტიტუცია და არის ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ ღირსეულად იმ კეთილდღეობით, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება