მაგდა ბოლოთაშვილი -კომპანიის მენეჯმენტში ქალები უფრო ინკლუზიურ და ეფექტიან პროგრამებს გეგმავენ

კომპანიის მენეჯმენტში ქალები უფრო ინკლუზიურ და ეფექტიან პროგრამებს გეგმავენ, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა სტამბულში გამართულ პალატების ფედერაციის ქალთა საბჭოს პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაგდა ბოლოთაშვილმა, როგორც მსოფლიო პალატების ფედერაციის ქალთა საბჭოს წევრმა, მონაწილეობა თურქეთში, აღნიშნული საბჭოს ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო.

„პალატის გენერალურმა დირექტორის მოადგილემ ისაუბრა სავაჭრო პალატის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მმართველ რგოლში ქალების მიერ წამყვანი პოზიციების დაკავების საკითხი და მისი მნიშვნელობა ინოვაციური პრაქტიკების დანერგვისა და მდგრადი განვითარების კუთხით.

ღონისძიებას მსოფლიო პალატების ფედერაციის წევრი სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება