„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხის საპატიო მოქალაქე გახდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხის საპატიო მოქალაქე გახდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ეს სტატუსი მას ლენტეხობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიენიჭა.

„ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ლენტეხის საპატიო მოქალაქის წოდება გადაეცათ კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს და ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს რაჭა-ლეჩხუმის მხარეში გოჩა ენუქიძეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს საპატიო ლენტეხელი. ამასთან, დელეგატმა მიულოცა საპატიო ლენტეხელის წოდების მიღება ამ სტატუსის მქონე დანარჩენ პირებს და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი ამ ტიტულს ღირსეულად ატარებს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება