„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრებს  აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ტყიბულში, ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები. „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო ამომრჩეველს.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხომ ხალხის ხედვაა, მათი დამოკიდებულება, შეფასება, უკუკავშირი და ჯანსაღი კრიტიკა. სწორედ ესაა ის, რასაც სწორი გზით მიჰყავს ჩვენი გუნდი, რომელიც მუდმივ მზაობას გამოხატავს, მოუსმინოს ხალხის ხმას, გაითვალისწინოს მათი აზრი და მათთან ერთად ააშენოს ჩვენი ქვეყანა, ის ქვეყანა, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს