პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა მოამზადა ამომრჩევლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ნორმატიული ხასიათის ინფორმაციის გარდა, ასევე შეიცავს სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებს.

„საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 2024 წელს, სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ჩატარდება.

პოლიტიკური შეხედულებების თაობაზე ნებისმიერი ინფორმაცია ადამიანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავება კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მაღალი სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

2024 წლის 1 მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. ის არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების დამუშავების სხვადასხვა პროცესისთვის, ახლებურად განსაზღვრავს მონაცემების კონფიდენციალურობის სტანდარტებს და მათ დასაცავად პროაქტიულად მისაღებ ზომებს.

არჩევნების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იქნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები. გამონაკლისს არც ელექტრონული არჩევნები წარმოადგენს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ, წინმსწრებად გაანალიზდა საარჩევნო პროცესი, სენსიტიური პერსონალური მონაცემების, ბიომეტრიისა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია/ავთენტიფიკაციის პროცესში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სახელმძღვანელო რეკომენდაცია, ასევე, არჩევნების დამკვირვებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში გაცნობოდა ელექტრონული ტექნოლოგიების სპეციფიკურ მახასიათებლებს, მათი საშუალებით არჩევნების ორგანიზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ასევე, მონაწილეობა მიეღო იმიტირებულ ელექტრონულ არჩევნებში.

სამსახურმა მოამზადა ამომრჩევლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ნორმატიული ხასიათის ინფორმაციის გარდა, ასევე შეიცავს სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესში მათი პერსონალური მონაცემების დაცვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება