გიორგი ვაშაძე - გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, მას და „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა შანსი აღარ აქვს დარჩენილი - ისინი 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ ამ არჩევნებში

გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, მას და „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა შანსი აღარ აქვს დარჩენილი - 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების ტალღა, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ წალეკავს და ისინი საპარლამენტო არჩევნებში 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ.

„გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა, ატმოსფერო და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ აქციაზე მოვიდა. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის, რომ საქართველოში ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ვერასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტისოდენა შანსი აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" და ეს ხალხმრავლობა, ეს ზეიმი, რომელიც იყო მართლაც ქართული ენერგიის ზეიმი გუშინ, აუცილებლად უნდა გადავთარგმნოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების ტალღა, წალეკავს ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ისინი 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ ამ არჩევნებში. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში. ასევ რომ ვიმარჯვებთ, მივდივართ სწრაფად ევროპისკენ და ვეუბნებით უარს ვანიშვილს და მის რეჟიმს. ძალიან მალე მოვიშორებთ ამ ყველაფერს. ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ერთმანეთს რომ რაც შეიძლება მეტი მივიდეთ არჩევებზე და ის დიდი გამარჯვება, რომელიც იყო გუშინ, საბოლოოდ გავაფორმოთ 26 ოქტომბერს," - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია