„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აჭარის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აჭარის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა ქაშიბაძე აცხადებს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ნიკა ქაშიბაძე ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინოს, რადგან მოსახლეობას გზებზე გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ.

„რამდენიმე დღეა ხულოს მუნიციპალიტეტს წყალი არ მიეწოდება, სხვადასხვა სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. არ აქვთ ელექტროენერგია. გაჩერებულია სხვადასხვა ტიპის მომარაგება. გვინდა მივმართოთ, აჭარის ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ მოხდეს მობილიზება სხვადასხვა ტექნიკის, გამწმენდი საშუალებები იქნას შეყვანილი და დაუყოვნებლივ დაიწყოს გზების წმენდა, წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება აღუდგეთ.

წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ელემენტარული უნარი არ შესწევს მის მოსახლეობას დაეხმაროს, მაშინ როდესაც სტიქია მძვინვარებს. ხელისუფლება ვალდებულია ამაზე უმალ მოახდინოს რეაგირება, რაც სამწუხაროდ არ ხდება. მოქალაქეები სიცივეში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები“, - აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება