გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ

„ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ, როცა ჩვენ გამოვალთ მმართველი კოალიციის სახით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშზე გამომსვლელთა მისამართით ლაზერის მინათებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მარცხისთვის განწირულ „ქართულ ოცნებას“ ლაზერების გამოყენების მეტი აღარაფერი დარჩა.

„ადრეც ჰქონდა მცდელობა ასეთ ფაქტებს და ამის უკან დგას „ქართული ოცნება“. მე მათ ვეუბნები, რომ პარლამენტში, ოპოზიციაში რომ დაბრძანდებით, ლაზერებს ყველას დაგირიგებთ და შეგიძლიათ მოგვანათოთ, როცა ჩვენ გამოვალთ უმრავლესობის სახით, მმართველი კოალიციის სახით პარლამენტში. ეს მაინც არაფერს გიშველით თქვენ არც ერთ შემთხვევაში. მოემზადოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასაბარგებლად. ეს ლაზერი ამას მიუთითებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, რამდენიმე ახალგაზრდა, ერთ-ერთი სასტუმროდან, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშის დროს, გამომსვლელებს სახეში ლაზერს ანათებდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდები, მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ, სახეებს პლედებით იფარავდნენ და კამერებს ემალებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება