პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის სამხედრო ტექნიკა იქნება გამოყენებული.

„პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება - ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, პროექტში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული.

სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით დღემდე 48 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს