აკაკი ალადაშვილი - საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ყაზბეგის N17-19-ისა და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ქვეყანაში მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის, შემდეგ „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის განვითარებისათვის და წინსვლისთვის. ჩვენი, მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დავიბრუნოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითოეულ მოქალაქის სათქმელს მიიტანს საკანონმდებლო ორგანოში.

ასევე, დელეგატი აღნიშნავს, რომ საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს