მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ანგელა კარამანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური ჩატარდება.

ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო უბნებიდან საბოლოო მონაცემების წარმოდგენა არჩევნების დღიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან ოქმების 98,51%-ის დამუშავების შემდეგ, არჩევნებში მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო, ხმების 26,27%-ით.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად, გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს