ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა

ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კულტურის სასახლის დიდ დარბაზში საზეიმო ღონისძიებაზე 2024 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ნათელა მარგველაშვილს, ნუგზარ ზარანდიას, დეკანოზ ილია ლომაიას და იღუმენია ანა მუსელიანს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: იზოლდა გვაგვალია, ნათელა სამუშია, ცისანა ცხადაია, ნორა იოსავა, ზაირა ქირია და ნატო ცხადაია. ასევე დაჯილდოვდნენ ხობელი ახალგაზრდები - ანრი ბერაია, სალომე ქარდავა, სალომე ქირია, ნინო ყურუა და ქრისტინა ალექსანდრია, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი ,,რუსთავი“, ლინდა ადამია და ჯგუფი ,,1/4“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია და ირაკლი ზარქუა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია