ანტონ ობოლაშვილი - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა, ასევე შეხვედრა გამართა ქალაქ ვალეში.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს