ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილ პირს ოპერაცია ჩაუტარდა

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილ პირს ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკა „ჰელისკორის“ ქირურგიული განყოფილების უფროსმა, გიორგი გოგოლაძემ განმარტა, დაჭრილია ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმ შემთხვევაში, თუკი, მდგომარეობა არ გართულდება, მას კლინიკიდან 2-3 დღეში გაწერენ.

„პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს, ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა მარცხენა წვივის და ქუსლის არეში. ორივე სეგმენტზე ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა წარმატებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავები მუდმივად არიან, 4-5 კაცია პალატაში",- აცხადებს გოგოლაძე.

ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ, 20 ოქტომბერს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს. სროლის შედეგად დაჭრილია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის