გურამ მაჭარაშვილი - მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება - ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ!

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება - ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ! - ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასება მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამტკიცებდნენ, რომ მოლდოვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რეალური სურათი კი სულ სხვანაირია.

„ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად გაწევრიანდება და სად - არა! ვის აირჩევს და ვის- არა!

ფაქტია, რომ მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აგებულია ტყუილზე და ეს მათ შორის მოლდოვას მაგალითზე გამოჩნდა.

მოლდოვაში საუბარი არ არის 90%-10%-ზე ან 95%-5%-ზე, რა სურათსაც ევროკავშირში ხატავდნენ. არ შეიძლება მოქალაქეთა არც ერთი ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფა მოხდეს. როდესაც საუბრობ, რომ ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეა აბსოლუტური უმრავლესობა და რეალური სურათი არის სულ სხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ იტყუები!

ასეთივე ტყუილებია საქართველოსთან დაკავშირებით, როცა საერთაშორისო დასკვნები აჩვენებს, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის ანტიდემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს