პრემიერი - გახსოვთ, როცა გახარიამ არ გამოიყენა წყალი და გაზი, როგორ დამთავრდა ყველაფერი - რაც შეეხება შსს-ს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, მან ყველა სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ ყველას მიეღო მინიმალური ზიანი

გახსოვთ, როცა გახარიამ არ გამოიყენა წყალი და გაზი, მერე როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, მან ყველა სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ ყველას მიეღო მინიმალური ზიანი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ქვეყნდება ბრძანებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭირო იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე წყლის ჭავლში გაზის შერევა.

პრემიერის თქმით, აქციები არ დარბეულა, არამედ სახელმწიფომ იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით და დაშალა აქციები.

„დარბევა არის ტყუილი. მიტინგის დაშლა იყო. იყო უმძიმესი ძალადობრივი აქციები რომელსაც სჭირდებოდა დაშლა და სახელმწიფომ იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით- დაშალა აქციები. გახსოვთ, როცა გახარიამ არ გამოიყენა წყალი და გაზი, მერე როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, მან ყველა სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ ყველას მიეღო მინიმალური ზიანი. თქვენი პარტიების მიერ მოწყობილი აქციები იყო ძალადობრივი და ეს არის თქვენი სირცხვილიც“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შსს გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება