მამუკა მდინარაძე - რამდენად სწორია პრემიერ-მინისტრს რომ „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახეში ლაზერს ანათებდნენ? - ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

დიახ, გიდასტურებთ - ის ბავშვები, ახალგაზრდები, რამდენიმე, ჩვენი ახალგაზრდულის წევრია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ.

მდინარაძის თქმით, ის დეტალურად გაერკვია ამბავში, თუ ვინ ვის რა უთხრა, იმიტომ რომ საინტერესოა,

„დიახ, გიდასტურებთ ის ბავშვები, ახალგაზრდები, რამდენიმე, ჩვენი ახალგაზრდულის წევრია. წუხელ დეტალურად გავერკვიე ამ ამბავში - ნებისმიერ კითხვაზე: ვინ ვის რა უთხრა, იმ დონეზე გავარკვიე ეს ამბავი, იმიტომ, რომ საინტერესოა, ალბათ. თვითონ რომ არ ეთქვა, მე ამას არ ვიტყოდი - თედო, რომელიც თქვენმა პარტიამ გააუბედურა და ბავშვობა წაართვა, იყო იმ მოქმედების ინიციატორი, რასაც აკეთებდნენ. ჩემი ახალგაზრდულის ხელმძღვანელი მიყვება მისი და თედოს მეგობრის მონაყოლს, რომ როცა გვთხოვა, წავსულიყავით და ამით მაინც შეგვექმნა რაღაც დისკომფორტიო და როცა კამერებით და გინებით ამოვარდნენ ის გოგონებიო, მე პირველმა გადავიფარე ის რაღაც, იმიტომ, რომ არ მინდოდა ისევ მამაჩემს ვენახე და ისევ ის ტკივილი გამეღვიძებინა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუშუშებელი ტკივილის სახით დაგვიტოვაო. ბავშვობა წართმეული ადამიანის დაცინვით ხართ ახლაც დაკავებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად სწორი საქციელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ლაზერს ანათებდნენ, მდინარაძემ უპასუხა: „რამდენად სწორია პრემიერ-მინისტრს რომ „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახეში ლაზერს ანათებდნენ?

„ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, რასაც კადრულობ“’. სიტყვით გამომსვლელი იყო მაშინ კობახიძე. სახელებით და გვარებით გაიშიფრნენ ორგანიზატორები - ვის რა უნდა ეყვირა, ვის რა უნდა ეკივლა და ვის ლაზერი უნდა მიენათებინა. ფლანგებზე იყვნენ განაწილებული კარგად დატრენინგებული რამდენიმე ასეული ახალგაზრდა. „ფრანკლინის კლუბში“ გამოზრდილები, ძირითადად. ჩვეულებრივად მისულ ადამიანებში 30-40% შეიძლება აყვეს, 60% არა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის