მამუკა მდინარაძე სუს-ის განცხადებაზე - ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტითა და „დიპფეიკებით“ ხალხზე ზემოქმედების მცდელობას

დღეს შევეხებით „ნაცების“ ოთხეულის საერთო „ფეიკ-კამპანიას“ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, არცერთი პარტია, მათ შორის, არც ეს ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს არანაირ კამპანიას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, სრულყოფილი საარჩევნო კამპანია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მისი თქმით, არავის ურჩევს ხელოვნური ინტელექტით მოსახლეობაზე ზემოქმედების მცდელობას.

„ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი და სრულყოფილი საარჩევნო კამპანია აქვს ერთადერთ პარტიას - ეს ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“. ასევე არ არსებობს მეორე პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში.

ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბევრს არ ვისაუბრებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტითა და „დიპფეიკებით“ ხალხზე ზემოქმედების მცდელობას - და ამას შემთხვევით არ ვამბობ.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, 15 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა მათ მომხრეებთან, თუმცა „ამ ასობით ზარის მიუხედავად, მათ ჯერ ვერ მოახერხეს ისეთი თუნდაც ერთი ჩანაწერის გაკეთება, რომ თავიანთ მავნებლურ გეგმებში გამოსდგომოდათ“.

„მნიშვნელოვანია ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში ორგანიზებული კამპანია, რომელშიც მთავარ როლს, სამწუხაროდ, თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები ასრულებენ. ნაც.მოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტებზეა, რა თქმა უნდა, მთავარი ეჭვი, შეიძლება ისინი სხვებიც იყვნენ და ამას დრო აჩვენებს. 15 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა ჩვენს მომხრეებთან, მათ შორის, სხვადასხვა უწყებების - სამინისტროების თანამშრომლებთან თუ პარტიულ აქტივისტებთან.

პროვოკაციული კითხვებიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანია, გავრცელდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასუხები, თითქოს საქმე გვაქვს რაიმე სახის უკანონო დავალებების მიცემასთან არჩევნებთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, ამ ასობით ზარის მიუხედავად, მათ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს ისეთი თუნდაც ერთი ჩანაწერის გაკეთება, რომ ეს ჩანაწერი თავიანთ მავნებლურ გეგმებში გამოსდგომოდათ. მოახერხეს მხოლოდ ორად ორი უხარისხო „ფეიკის“ შექმნა. ერთი რუსთავის და მეორე წნორის შემთხვევაში, რომელთაგან ორივე იმავე დღეს ვამხილეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება