იულია ნავალნაია - ჩემი პოლიტიკური მეტოქე ვლადიმირ პუტინია, როდესაც ამის დრო დადგება, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, როგორც კანდიდატი

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს, როდესაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ იქნება.

“როცა დრო დადგება, არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როგორც კანდიდატი. ჩემი პოლიტიკური ოპონენტია ვლადიმერ პუტინი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მისი რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაემხოს”, - განაცხადა ნავალნაიამ BBC-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ მისი რუსეთში დაბრუნება „სამწუხაროდ შეუძლებელია“, სანამ პუტინი სათავეშია.

ამასთან, The Times-თან ინტერვიუში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ნავალნაიამ განაცხადა, რომ მას არ სძულს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ მისი გისოსებს მიღმა ხილვა სურს.

“მე ის არ მძულს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ მინდა პუტინის სიკვდილი. მე მინდა, რომ ის იყოს რუსეთის ციხეში, როგორც ჩემი ქმარი იყო”, - აღნიშნა ნავალნაიამ.

ცნობისთვის, აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ნავალნაიას ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა დაუსჯელად მიუსაჯა. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თებერვალში რუსეთის ფედერაციის იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა, სადაც ის 19-წლიან პატიმრობას იხდიდა. ნავალნაიამ ქმრის მკვლელობაში ვლადიმერ პუტინი არაერთხელ დაადანაშაულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება