ლევან ზალკალიანი იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყიბული-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყო.

„სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს.

დასრულებულ სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი ადგილზე გაეცნენ.

დღესვე მხარის რწმუნებულმა ბაღდათის მერ კახა ენუქიძესთან ერთად, მდინარე ხანისწყლის ხეობაში დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში 5 სოფლის საავტომობილო გზის გამაგრება მოხდა, ასევე უამინდობის შემთხვევაში მდინარის პირას მდებარე სახლების დატბორვის საშიშროება აღარ იქნება.

მონიტორინგის ფარგლებში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ფასადების რეაბილიტაციის, კორპუსების ეზოების მოპირკეთების, სკვერების განახლებისა და სოფლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება