ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ახალი პლატფორმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. სრულად განახლებული ფუნქციონალით, დიზაინითა და ფორმატით შექმნილი ვებგვერდი განახლებულ ინტერნეტ მაღაზიასაც მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ინტერნეტ მაღაზიის ახალი ვერსია თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს პასუხობს და მომხმარებელზე მაქსიმალურად არის მორგებული - აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და რაც მთავარია, საიტის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive), მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS) და ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში.

„ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის, განსაკუთრებით კი საკოლექციო მონეტების მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, სულ უფრო მატულობს ინტერნეტ მაღაზიის ვიზიტორთა რაოდენობა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის გარდა, ახალი ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ ფულის მუზეუმის საექსპონატო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

ასევე, ახალი ვებგვერდი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:

გაეცნონ ნუმიზმატიკურ-ბონისტიკურ კატალოგს ვირტუალური ტურის (3D) მეშვეობით დაათვალიერონ ფულის მუზეუმის სივრცე წაიკითხონ ნუმიზმატიკა-ბონისტიკის სფეროში არსებული აკადემიური ნაშრომები, სტატიები და სიახლეები ჰქონდეთ წვდომა ფულის მუზეუმში ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ლექციების შესახებ ინფორმაციასთან პირდაპირ ვებგვერდიდან დაგეგმონ ვიზიტი ფულის მუზეუმში გამოიწერონ მათთვის საინტერესო სიახლეები და გაეცნონ სფეროში დაგეგმილ პროექტებს ახალი ვებგვერდის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის მიერ ბანკნოტების/მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსებში ახალი პლატფორმის განახლებული ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი - https://moneymuseum.nbg.gov.ge სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე - https://old.moneymuseum.nbg.gov.ge.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო