ემანუელ მაკრონი - „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი შანსია

„ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი შანსია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გაერო-მ „სამხრეთ ლიბანში თავისი როლი უნდა შეასრულოს, რათა საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდეს“.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების, მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდების შესაძლებლობა უნდა იყოს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის ძალებზე განხორციელებული დარტყმა დაგმო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება