აკაკი ალადაშვილი - საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ყაზბეგის N17-19-ისა და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

შეხვედრაზე დელეგატმა ქვეყანაში მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის 1 -ელი ოქტომბრის, შემდეგ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. ჩვენი, მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დავიბრუნოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითოეულ მოქალაქის სათქმელს მიიტანს საკანონმდებლო ორგანოში.

ასევე, დელეგატი აღნიშნავს, რომ საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!