Bloomberg - რუსმა ჰაკერებმა 2017-2020 წლებში საქართველოში სამინისტროები, ეროვნული ბანკი, ცესკო და სხვადასხვა კომპანია დაჰაკეს

როგორ „დაჰაკეს“ რუსმა დაზვერვის აგენტებმა მთელი საქართველო, - ამ სათაურით სტატიას Bloomberg-ი სააგენტოს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში შეაღწიეს, ასევე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების მთავარი მიმწოდებლები გატეხეს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ 2017-2020 წლებში რუსულმა დაზვერვამ წვდომა ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებზე, ნავთობტერმინალებზე, მედია პლატფორმებსა და სამთავრობო უწყებებზე მოიპოვა.

„დაზვერვის კამპანიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთს საშუალება მისცა ფარულად მოესმინა ქვეყნისთვის, რომლის კონტროლიც მას სურს. ზოგიერთი ჰაკერი მოსკოვის ოფისებიდან რეგულარულ სამუშაო საათებში მუშაობდა, რათა თავიანთ სამიზნეებს რეალურ დროში დაკვირვებოდნენ“, - წერს სააგენტო.

სტატიის თანახმად, რუსეთის გენშტაბის მთავარმა სამმართველომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რამდენიმე მედია ორგანიზაცია, მათ შორის „იმედი“ და „მაესტრო“ გატეხა, ელ.ფოსტის ანგარიშებზე წვდომა მოიპოვა და ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის IT სისტემაზე წვდომა ჰქონდა.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე თვიანი ფარული ოპერაცია ჩაატარეს, რათა მაღალი თანამდებობის პირების ელ.ფოსტებისთვის ეთვალთვალათ და მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საელჩოებში შენახული მონაცემები შეეგროვებინათ.

„ზოგიერთი რუსული ჰაკერული თავდასხმის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას დასავლელმა კოლეგებმა აცნობეს. მაგრამ გაურკვეველია, მიიღეს თუ არა მათ რაიმე საპასუხო ზომები“, - განუცხადეს გამოცემას ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა და აღნიშნეს, რომ მსგავსი მასშტაბის ოპერაციები რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინაც ჩაატარა.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოპერაცია ჰაკერული დაჯგუფების, Turla-ს მიერ განხორციელდა, რომელიც რიაზანში მდებარე ობიექტიდან მუშაობს. 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე, ჰაკერები აქცენტს შვიდი ქართველი ოფიციალური პირის, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილისა და აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოს ელჩების მონაცემების მოპოვებაზე აკეთებდნენ. ასევე, მათი სამიზნე სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საკონსულოები იყო, მათ შორის, კვიპროსში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, რუსეთში, სამხრეთ კორეაში, აზერბაიჯანსა და კანადაში.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში Turla-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში შეაღწია და მონაცემები 114-ჯერ მოიპარა, დაახლოებით 2,1 გიგაბაიტის მოცულობის მონაცემები შეაგროვა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო