იუსტიციის მინისტრი ოპოზიციაზე - წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან და სურთ სიტუაცია გარკვეულწილად არიონ - მოვუწოდებთ, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები

[ოპოზიციაში] წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან და სურთ, სიტუაცია გარკვეულწილად არიონ და დაძაბულობის მუხტი შექმნან , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა არჩევნების დღესთან დაკავშირებულ კითხვას.

ბრეგაძის თქმით, ოპოზიციის ინტერესში არ შედის არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება.

მან მოუწოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებს, „იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები”.

„ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება, სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან ამ არჩევნებში, ისევე როგორც, ყველა სხვა, წინა არჩევნებში. შესაბამისად, მათ სურთ, რომ სიტუაცია გარკვეულწილად არიონ და დაძაბულობის მუხტი შექმნან. ამის შესახებ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებთ ოპოზიციის მხრიდან ყველა წარმომადგენელს, რომ იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა