რუსული მედია - მოსკოვის ოლქში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოსკოვის ოლქში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„დადგინდა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში უცხოელი საცხოვრებელ ადგილას მცირეკალიბრიან თოფს TOZ-8-ს, სანადირო თოფს IZH-27-ს, 300-ზე მეტ ვაზნას, RGD-5 ყუმბარასა და 500 გრამზე მეტ დენთს ინახავდა“, - განაცხადეს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილებაში.

ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ 1968 წელს დაბადებული ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ადგილას ოკუპირებული აფხაზეთის ყალბი „პასპორტი“ და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან მუშაობის წარმომადგენლობითი ოფისის მრჩევლის ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს.

„უცხოელის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 222.1 მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე ფეთქებადი მოწყობილობებისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შენახვა“) არის აღძრული. ამასთან, დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევისთვის დაეკისრა („რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18.8 მუხლი“)“, - ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილების განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება