ჯონ კირბი - რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია

რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოსკოვი აქტიურად მუშაობდა, რათა მოლდოვის არჩევნებისთვის და მათი ევროინტეგრაციისთვის ძირი გამოეთხარა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვმა აღნიშნული მცდელობებისთვის მილიონობით დოლარი გამოყო. რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია, ისევე როგორც, მოლდოველი ხალხის ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლის სურვილი და ნება“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა მხარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება