საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე PACE-ის სადამკვირვებლო დელეგაციას ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო დელეგაციას ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ, - ამის შესახებ განცხადებას ვენეციის კომისია ავრცელებს.

„საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო დელეგაციას სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. დელეგაცია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ ბრიფინგებში მიიღებს მონაწილეობას და დასაწყისის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესებს დააკვირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება